logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრებს შეხვდა
- +

28 სექტემბერი. 2022. 14:04

 

 

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრებს შეხვდა.

 

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ავსტრიის სახალხო პარტიის წევრი ფრანც ესლი,  მწვანეთა პარტიის წევრი ზიბილ ჰამანი, ავსტრიის ლიბერალური ფორუმის წევრი მარტინა კუნსბერგ ზარე. სტუმრები ამავდროულად ავსტრია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს წარმოადგენენ და საქართველოშიც სწორედ ამ სტატუსით იმყოფებიან.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მულმანი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)-ის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.

 

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესრულების დინამიკა, ისაუბრეს რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ახალ რეალობაზე, ხაზი გაესვა იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საჯარო ინსტიტუტებთან ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლობა დასახული ამოცანების მისაღწევად და ამ მხრივ არსებული კომუნიკაციის საკითხებიც განიხილეს.

 

სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირში ავსტრიის გაწევრიანების გამოცდილება გაუზიარეს. მხარეებმა, ასევე, გამოთქვეს მზადყოფნა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობისათვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner