logo_geo
eng_logo
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა ექვსასს მიაღწია
- +

24 აგვისტო. 2016. 10:15



ცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრისას 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 10-მდე კი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს, რადგან ნანგრევებში კიდევ ხალხია მოყოლილი.


აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.


ყველაზე მეტად ქალაქ ამატრისი დაზარალდა. როგორც ქალაქის მერმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია.  მიწისძვრის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.


ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა.


2009 წელს იტალიის აკილას რეგიონში მომხდარი 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner