ცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრისას 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 10-მდე კი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავს, რადგან ნანგრევებში კიდევ ხალხია მოყოლილი.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.
ყველაზე მეტად ქალაქ ამატრისი დაზარალდა. როგორც ქალაქის მერმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია. მიწისძვრის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა.
2009 წელს იტალიის აკილას რეგიონში მომხდარი 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.