logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას: ოგბუნუჯუს რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება - პროვოკაციებითა და პოლიტიკური პროსტიტუციით დაკავდე
- +

28 სექტემბერი. 2022. 16:14

 

 

„ოგბუნუჯუს რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება - პროვოკაციებითა და იაფი, პოლიტიკური-პროსტიტუციით დაკავდე, რომ იქნებ ერთი-ორი გრამი მიამატო შენს წონას“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რითაც ლარსის გამშვებ პუნქტთან „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მიერ დაგეგმილ მიმდინარე აქციას ეხმიანება.

 

„ლяკა ხოშტარია“ ლარსზე აქციას მართავს... ნეტა, რატომ ხდება ხოლმე ყველა რუსული თემის ამ სუბიექტით ამოწევა? ნუთუ „სასარგებლო იდიოტია“ ან რუსეთისგან ხომ არ იღებს ფულთან ერთად მითითებებს? ოგბუნუჯუს რომ მეტი პოლიტიკური წონა აღმოაჩნდება და შენ რეიტინგს მიღმა დარჩები, მერე ერთადერთი გამოსავალი გრჩება - პროვოკაციებითა და იაფი, პოლიტიკური-პროსტიტუციით დაკავდე, რომ იქნებ ერთი ორი გრამი მიამატო შენ წონას... ისე, ცნობისათვის: აშშ და ევროკავშირი პროცესს განიხილავს საერთაშორისო სამართლით მიგრაციის მხრივ და სპეც-პირობებსაც სთავაზობს რუსეთიდან მიგრანტებს... აი, ჩვენს „სასარგებლო იდიოტებს“ პროვოკაციის გარდა რა უნდათ, საინტერესოა? თუმცა, რა უნდა უნდოდეთ, ფული, ბევრი ფული უსუნო, თუნდაც რუსული“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner