„წმინდა წყლის სპეკულაციებია, თითქოს დასავლეთი არის ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც კონსტიტუციაში ქორწინების საკითხის განსაზღვრის შესახებ ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები.
„ევროპას სწორედ ასეთი ვუნდივართ. სწორედ ასეთი საქართველო არის ძვირფასი და ღირებული ევროპისათვის, რომელიც პატივს სცემს ტრდიციულ ფასეულობებს. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას არჩევნების შემდეგ აუცილებლად განვახორციელებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.