დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან სუვერენული ტერიტორიის ანექსიის მცდელობებს.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ლიზ ტრასმა ხაზგასმით აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ნათლად განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან სუვერენული ტერიტორიის ანექსიის მცდელობებს. ტრასმა კვლავ დაადასტურა, რომ უკრაინას შეუძლია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს მანამ, სანამ პრეზიდენტი პუტინი არ დამარცხდება“, - განაცხადეს ბრიტანეთის პრემიერის პრესსამსახურში.