ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ინიციატივით გამოვიდა.
სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს შემდგომ სავაჭრო შეზღუდვებს, ინდივიდუალურ სანქციებსა და ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას.
ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს, რომლებმაც უნდა გადალახონ უთანხმოება ახალ სანქციებთან დაკავშირებით და მიაღწიონ ერთსულოვნებას მათ განსახორციელებლად.
„ჩვენ არ მივიღებთ უკრაინაში ფიქტიურ რეფერენდუმს და რაიმე სახის ანექსიას. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კრემლმა საფასური უნდა გადაიხადოს ესკალაციისთვის. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის წინადადებით გამოვდივართ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.