საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ილია დარჩიაშვილის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებულ აფხაზეთში/საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას. საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები დაცული უნდა იქნას“, - წერს დარჩიაშვილი.