logo_geo
eng_logo
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის პროგრამაში რეგისტრაცია იწყება
- +

24 აგვისტო. 2016. 10:33



ცხადდება რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში მონაწილეობისათვის. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში   (მისამართზე ქ. თბილისი ვაზისუბნის ქ. N25)  უნდა წარმოადგინოს   განაცხადი მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის მოთხოვნით.


განაცხადები მიიღება დღეიდან,   24 აგვისტოდან,  7 სექტემბრის ჩათვლით.


აგროკომპლექტების შეზღუდული რაოდენობის გამო, განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება მათი წარდგენის რიგითობის შესაბამისად აგროკომპლექტების რაოდენობის ამოწურვამდე. 


„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა" მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის შეღავათიან ფასად 900 ლარად  კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს. რაც მისი ღირებულების 24% შეადგენს. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი სათიბით,  გუთნით, კულტივატორით და ხელის სათესი.


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის  პროგრამის ფარგლებში გამოიცა საქარველოს მთავრობის 6 განკარგულება, რომლითაც 667 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს გადაეცა  1515 აგროკომპლექტი და დამატებით 201 ხელის სათესი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner