logo_geo
eng_logo
საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი იგეგმება
- +

24 აგვისტო. 2016. 10:35



„7-8 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რაც არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარების გამოხატულება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.



მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი იქნება რიგით მეოთხე, რაც წარმოადგენს საქართველოსადმი ალიანსის წევრი ქვეყნების მაღალ ინტერესს.



ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა განხილულ იქნას ვარშავის სამიტის შედეგების დანერგვის განხორციელების საკითხები. ვფიქრობთ, ასევე განხილული იქნება ქვეყნის მიერ დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ჩრდილოატლანტიკური საბჭო არის უმაღლესი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ალიანსში, ამიტომ ჩვენთვის ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა პრემიერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner