logo_geo
eng_logo
აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
- +

29 სექტემბერი. 2022. 00:30

 

 

აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც Himars-ის 18 საარტილერიო სისტემას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საბრძოლო მასალებს, სხვადასხვა ტიპის დრონების საწინააღმდეგო სისტემებსა და სარადარო სისტემებს.

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 16.2 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner