„სუსტი, მაგრამ ასევე არსებობის უფლების მქონე ვერსია - ბელარუს ლიდერს სურს აფხაზეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს - რას აძლევს ისეთს, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება თვითონ გარკვეულ სარგებელზე ფიქრობდეს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბელარუსის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც მიდის გარკვეული კონსულტაციები, შესაბამისად აჩქარება და ცხელ გულზე ქმედებები ნამდვილად არ წაგვადგება.
„ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში რომ... ამაზე მგონი არავინ არ დავობს, ოღონდ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ყველა დონის წარმომადგენელმა გააკეთა შესაბამისი მკაცრი განცხადება, ოპოზიცია და მათი სატელიტები არათუ უკმაყოფილოები არიან, არამედ კატეგორიულად მოითხოვენ ბელარუსის ელჩის საქართველოდან დაუყოვნებლივ გაძევება-გაგდებას! რა ნიშნავს და რით არის გამოწვეული ბელარუსის ლიდერის აფხაზეთში „მოულოდნელი“ ვიზიტი:
მოკლედ, ვერსიები ბევრია, ფაქტია ძალიან ცუდი, ელჩი საგარეო უწყებაში იქნა დაბარებული, მაგრამ მისი ამ ეტაპზე, თანაც სასწრაფოდ გაძევება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად - ამ ნაბიჯმა შეიძლება უბრალოდ დააჩქაროს ჩემს მიერ ჩამოთვლილი ვერსიებიდან ერთ-ერთი, რაც კარგი ნამდვილად არ იქნება. ისე, კი „გენიოს“ რადიკალების მოთხოვნის გარეშეც ელჩის გაძევება, ყოველთვის არის შესაძლებელი თუ კი პროცესები აღიარებისკენ წავა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ პროცესის დაჩქარების ხელშემწყობი! დანარჩენი რა შეიძლება გაკეთდეს, რადიკალებმა „ნამდვილად“ იციან, ცოტა კი გამიკვირდა, რატომ არ გამოთქვეს ბელარუსისთვის დაუყოვნებლივ ომის გამოცხადების წინადადება! და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებზე, ხელისუფლების მხრიდან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც მიდის გარკვეული კონსულტაციები, შესაბამისად, აჩქარება და ცხელ გულზე ქმედებები კი ნამდვილად არ წაგვადგება“, - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.