logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: იმდენი სისულელე დაუწერია, რომ არ ვიცნობდეთ, რა ავაზაკიცაა, ფრთებშესხმული წმინდანი გვეგონებოდა!
- +

29 სექტემბერი. 2022. 15:34

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„აჰა, დამჯდარა ესეც წერად და იმდენი სისულელე დაუწერია, რომ არ ვიცნობდეთ, რა ავაზაკიცაა, ფრთებშესხმული წმინდანი გვეგონებოდა!

 

ბარემ დასაწყისშივე გამოგიტყდებით, ეს ბალეტმაისტერა ტიპი იმაზე დიდი დუპლეტი ყოფილა, ვიდრე ვვარაუდობდი!

 

თავის წერილში ბიძინა ივანიშვილის მისამართით არაერთხელ ახსენებს სიტყვა „ოლიგარქს“. ვერც კი ხვდება, რა სასაცილო მდგომარეობაშია.

 

არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას, მის აქტიურობასო.

 

გაიგონეთ?!

 

ბიძინა ივანიშვილს ამისგანაც მიუტაცებია ხელისუფლება, ამისთვისაც წაურთმევია ენა, მამული, დედული, მიწა, წყალი და სარწმუნოება. ამიტომაც იბრძვის, ამიტომაც დააფუძნა ტელეკომპანია „ფორმულა“, საიდანაც ვერაფერს გაიგებ.

 

ტანჯული მედია!

 

ისაო... ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას - მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და ზოგადად კრიტიკული ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგო, უკან არ დავიხევთო.

 

ჰა, ჰა, ჰა!

 

უკან არ იხევს... ამას წინებზე ხელისუფლება რომ შევარდა „ფორმულაში“ და დაარბია, გახსოვთ? თუ არ ვცდები, გათიშა, აპარატურა დალეწა, მიშა მშვილდაძეს ძუძუების თავებზე მარყუჟები მოაბეს და სოფელ ყიზილაჯლოს გადასახვევამდე ათრიეს.

 

მოკლედ, ვინმე ღვთისნიერმა ამას მუნდშტუკი წაართვით, როგორცა ჩანს, ძაან ბევრს ეწევა და თავი დემონებთან მებრძოლი ჰგონია!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner