logo_geo
eng_logo
თურქეთმა ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება აშშ-ს ოფიციალურად მოსთხოვა
- +

24 აგვისტო. 2016. 10:39



თურქეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს თურქი ოპოზიციონერის ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება ოფიციალურად მოსთხოვა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.



მისი თქმით, ამერიკული მხარე გადაწყვეტილებას იმ დოკუმენტების გაანალიზების შემდეგ მიიღებს, რომელიც ბოლო პერიოდში გადაეცა.


როგორც მარკ ტონერმა განაცხადა, თურქეთის მოთხოვნა გიულენის ექსტრადირების შესახებ არ უკავშირდება მის შესაძლო კავშირს თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან.


თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, გასულ თვეს მომხდარი მოვლენების ორგანიზატორი სწორედ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner