logo_geo
eng_logo
მერკელი რუსეთის ბირთვულ მუქარაზე: პუტინის სიტყვებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ - ეს არა სისუსტის, არამედ პოლიტიკური სიბრძნის ნიშანია
- +

29 სექტემბერი. 2022. 19:40

 

 

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის სიტყვების სერიოზულად აღქმა პოლიტიკური სიბრძნის ნიშანია და არა სისუსტე.

 

„პუტინის სიტყვებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე, მინდა დავამატო: სიტყვების სერიოზულად აღქმა, მათი გათვალისწინება და არა იმის თქმა, რომ ეს ბლეფია, სერიოზულად მოპყრობა სულაც არ არის სისუსტის ან დაშოშმინების, არამედ პოლიტიკური სიბრძნის ნიშანია“, - აღნიშნა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner