logo_geo
eng_logo
გაეროს გენერალური მდივანი: რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია სახიფათო ესკალაცია იქნება
- +

29 სექტემბერი. 2022. 21:10

 

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსია სახიფათო ესკალაცია იქნება.

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის რეგიონში მშვიდობის პერსპექტივას.

 

„ნებისმიერ გადაწყვეტილებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიის შესახებ არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობას იმსახურებს“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

 

დღეს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას.

 

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ანექსიის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმები“ ჩაატარეს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და ფიქტიური უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner