logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები - გამოდით ქუჩებში და დაიცავით თქვენი თავისუფლება
- +

30 სექტემბერი. 2022. 10:57

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კავკასიელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება, ემსახურონ ერთ ადამიანს. მან ჩეჩნებს, ინგუშებს, ოსებს, ჩერქეზებს მოუწოდა, საკუთარი თავისუფლება დაიცვან.

 

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული „სპეცოპერაცია“ ტყუილისა და ტერორის ოპერაციაა და მიზნად რუსეთში მცხოვრები მკვიდრი ერების განადგურებას ისახავს.

 

„მინდა, მივმართო კავკასიელებს, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მკვიდრი ერების წარმომადგენლებს. თქვენ არ გაქვთ არანაირი მიზეზი, ემსახუროთ ერთადერთ ადამიანს, რომელსაც ომი სურს. თქვენ არ უნდა იღუპებოდეთ უკრაინაში, რადგან თქვენ არ გაქვთ ასეთი ვალდებულება არც თქვენს მამებთან, არც შვილებთან და არც მომავალთან. დაღესტნელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი ხალხი, ვინც მოხვდა რუსეთის დროშის ქვეშ. იბრძოლეთ თქვენი სიცოცხლისთვის, გამოდით ქუჩებში და დაიცავით თქვენი თავისუფლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner