logo_geo
eng_logo
სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

30 სექტემბერი. 2022. 11:38

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა  მაღალმთიან სოფელ გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.

 

5 818 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ დი როუდი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 369 992 ლარია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

მშენებელმა გზის საფუძველი უკვე მოაწყო და მალე მისი მოასფალტებაც დაიწყება.

 

როგორც მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს - სოფელ გუდალეთში მისასვლელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სოფელი  გაზიფიცირებულია, მოწყობილია გარეგანათება, ასფალტირებული გზა  ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და დაბრუნებას. პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება.

 

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner