logo_geo
eng_logo
ფინელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
- +

30 სექტემბერი. 2022. 12:46

 

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ფინეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს ფინეთის პოპულარული მედია საშუალებების წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

 პრეს-ტურის ფარგლებში სამოგზაურო ჟურნალის „Matka“-ს,  „Alma Media“-ს,  „Otava Media“-ს და სხვა გამოცემების ჟურნალისტები თბილისს, სიღნაღს, ყვარელს, ალავერდს, წინანდალს, მცხეთას, ანანურსა და სტეფანწმინდას ესტუმრნენ. პრეს-ტურის ფარგლებში  საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინის, სამზარეულოს, ბუნებისა და კურორტების შესახებ სტატიები მომზადდება.

 

პრეს-ტურის მიზანია ფინეთიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner