logo_geo
eng_logo
ტაილანდში ორი აფეთქება მოხდა
- +

24 აგვისტო. 2016. 10:54



სააგენტო „Reuters"-ის ცნობით, ტაილანდში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.


ტერაქტები 20-წუთიანი ინტერვალით პროვინცია პატანიში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა, სადაც ორი ავტომობილი აფეთქდა.


დაახლოებით ორი კვირის წინ ტაილანდში აფეთქებების სერია განხორციელდა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner