სააგენტო „Reuters"-ის ცნობით, ტაილანდში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
ტერაქტები 20-წუთიანი ინტერვალით პროვინცია პატანიში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა, სადაც ორი ავტომობილი აფეთქდა.
დაახლოებით ორი კვირის წინ ტაილანდში აფეთქებების სერია განხორციელდა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.