logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა
- +

30 სექტემბერი. 2022. 16:26

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც პრემიერმა როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ თემებზე ისაუბრა.

 

ჩიხელიძე იმ ინიციატივებს უსვამს ხაზს, რომლებიც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა და ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას ბიუჯეტის გაზრდის და სოციალური პროექტების გაფართოების შესაძლებლობა მისცა.

 

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი ინიციატივები გააჟღერა, ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას ბიუჯეტის გაზრდის და სოციალური პროექტების გაფართოების შესაძლებლობა მისცა. პრემიერის ინიციატივით 2023 წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ვხვდებით.

2023 წელს:

 

საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები კიდევ 10%-ით გაიზრდება. პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით გაიზრდება. ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით გაიზრდება.

 

იზრდება პენსიები - 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია (მაღალმთიან დასახლებებში) გაიზრდება 440 ლარამდე. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზრდება 365 ლარამდე; 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია (მაღალმთიან დასახლებებში) გაიზრდება 355 ლარამდე; 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზრდება 300 ლარამდე.

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, პოლიციელთა ქალაქის მშენებლობა და დევნილთა ბინით დაკმაყოფილების მიზნით დაწყებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაა, რომელიც თავის თავში 7000 ბინას მოიცავს! 2023 წლის ბიუჯეტი მოსახლეობაზე და ქვეყნის საჭიროებებზეა მორგებული, რომლის მიზანიც ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათის თანაბრად განაწილება და თითოეულ ოჯახამდე მიტანაა“, - ამბობს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner