logo_geo
eng_logo
ელდარ ნადირაძე: ამ სიბოროტის ნაპერწკალს ისევ აღვივებს ოპოზიცია ამ უნაგვესი და უბოროტესი ვაშაძის და მისი თანამგრძნობი ნაცების სახით
- +

30 სექტემბერი. 2022. 17:26

 

 

ისტორიკოსი ელდარ ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რომ წარმოვიდგენ, რა შეიძლება მომხდარიყო, ტანში მზარავს. ის, რომ ჩვენი ომში ჩათრევა სურდათ ჩვენს ევრო-ამერიკელ ,,კეთილისმყოფელებს, ეს უკვე ცხადზე ცხადია. ღალატი და ჩვენი განადგურების მცდელობა აშკარაა.

 

არ დამიწყონ ახლა შეგონებები ჩვენი პარტნიორების  მზრუნველობაზე... მაგრამ ეს ტრაგედია ავიცილეთ, თუმცა არა სრულებით. ყველაფერი წინაა. ამ სიბოროტის ნაპერწკალს ისევ აღვივებს ოპოზიცია ამ უნაგვესი და უბოროტესი ვაშაძის და მისი თანამგრძნობი ნაცების სახით. საქართველოში მოღალატეს რა გამოლევს, მაგრამ ასეთი და ასე აშკარად? ისე ვარ დამუხტული და განერვიულებული ამათი გამყიდველური საქციელით,  სულ გამითავდა შეწყნარების სურვილი და ვხედავ, რომ მიწყდება მოთმინების ძაფი...“ - წერს ელდარ ნადირაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner