logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 177 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
- +

24 აგვისტო. 2016. 10:57



177 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.



მისი თქმით, დევნილებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ხონსა და ხაშურში.


 

„2012 წლის შემდეგ 12 500-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან კარგია. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით. ჩვენი მოვალეობაა, რომ ჩვენი დევნილები უზრუნველვყოთ საცხოვრებლით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner