logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: გიორგი ვაშაძე დიდი ხანია უკადრებელს კადრულობს და მერე ოროსანი ბავშვივით კედელ-კედელ ემალება უმრავლესობას
- +

30 სექტემბერი. 2022. 18:07

 

 

„დღეს ენაზე მოადგა და საჯაროდ თქვა - „პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის „ოთხეული“ და ყველაზე საგანგაშოა, რომ „მათ სათავეში რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე დგასო". ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი არ არის რადგან ვერაფრით ამტკიცებს, მაგრამ თქვა და თვლის, რომ „გამგონს“ გააგონა“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმად მან  პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე მყოფი პირები მათ შორის საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის აგენტობაში დაადანაშაულა.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დიდი ხანია უკადრებელს კადრულობს და მერე ოროსანი ბავშვივით კედელ-კედელ ემალება უმრავლესობას. დღეს ენაზე მოადგა და საჯაროდ თქვა - „პარლამენტსა და უმაღლეს თანამდებობებზე, რუსეთის დაახლოებით 15 აგენტი რეზიდენტია, მათ შორის „ოთხეული“ და ყველაზე საგანგაშოა, რომ „მათ სათავეში რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე დგასო“. ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი არ არის, რადგან ვერაფრით ამტკიცებს, მაგრამ თქვა და თვლის, რომ „გამგონს“ გააგონა. გააგონა საკუთარი გუნდის წევრებს, რომლებმაც შეაქეს - „ბიჭო, რა მაგარი ხარო“, რა ქნან, მათ მეტი უკეთესი არავინ უნახავთ. არც ის იციან, რომ პოლიტიკაშიც არსებობს გარკვეული თამაშის წესები, მორალურიც, დაუწერელიცა და დაწერილიც... მოკლედ, როცა „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხარ და ამ დრომდე ერთი საჭირო ინიციატივაც არ გქონია; რაიმე საქვეყნო საქმის გაკეთებაზე ხომ საუბარი ზედმეტია, როცა არავითარ თამაშის წესს არ ცნობ და თავი მაინც „კაცი“ გგონია, მანდ უფერულდება შენი სახელიც, გვარიცა და პოლიტიკური „მრწამსიც“ და უბრალოდ ერთი პოლიტიკური პიტალო ხარ!“ - წერს მეგრელიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner