logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: გიორგი ვაშაძე მართლაც გასცდა როგორც პოლიტიკოსის, ასევე, ვაჟკაცობის სახელს, ცდილობს, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეიტანოს ბზარი თავისი ავანტურისტულ-პროვოკაციული განცხადებებით
- +

30 სექტემბერი. 2022. 18:08

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის მიერ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შესახებ გაკეთებულ კომენტარს, რომლის თანახმად მდინარაძემ განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ისეთ მორალურ ფსკერზეა, რომ პარლამენტის დარბაზში შესვლისაც კი ეშინია.

 

მისი თქმით, ეს არსება არამარტო სახელმწიფოს მავნებლობაზე გადასული, არამედ ასევე წარმატებით ცდილობს, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეიტანოს ბზარი თავისი ავანტურისტული-პროვოკაციული განცხადებებით.

 

„გიორგი ვაშაძე, იგივე ჭიჭე მართლაც გასცდა როგორც პოლიტიკოსის, ასევე ვაჟკაცობის სახელს. ეს არსება არამარტო სახელმწიფოს მავნებლობაზე გადასული, არამედ ასევე წარმატებით ცდილობს, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეიტანოს ბზარი თავისი ავანტურისტულ-პროვოკაციული განცხადებებით. ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ, თავისი უზრდელური გამოხტომებით კოლეგა დეპუტატებსაც რომ არ „ინდობს“. დიდი იმედი მაქვს, მსგავს ამორალურ პოლიტიკოსს ქართველი საზოგადოება მომავალ საკანონმდებლო ორგანოში ვეღარ იხილავს“,- წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner