logo_geo
eng_logo
მთა მტირალას ტურისტული განვითარების გეგმის მომზადება აქტიურად მიმდინარეობს
- +

30 სექტემბერი. 2022. 18:38

 

 

მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის ტურისტული განვითარება იგეგმება. ტერიტორიების ტურისტული პოტენციალის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს, რის შემდეგაც მთა მტირალასა და სოფელ ყოროლისთავის  ტურისტული განვითარების კონცეფცია მომზადდება და სამოქმედო გეგმა შემუშავდება. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ლოკაციებზე საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტების მომზადება, ტურისტული ბილიკების მონიშვნა, საოჯახო სასტუმრო სახლებისა და სოფლის მეურნეობების განვითარების პროექტებზე რეკომენდაციების მომზადება. პროექტის განხორციელებისთვის 170 700 დოლარია გამოყოფილი და მას გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გამოცდილი, ჰოლანდიური კომპანია „CITYFORSTER“ ასრულებს.

 

მთა მტირალა ქალაქთან ახლოს, 22 კილომეტრში მდებარეობს, გამოირჩევა უნიკალური მიკროკლიმატით, ხედებით და ბიომრავალფეროვნებით. მტირალას მთაზე შესაძლებელია   ტურისტული თავშესაფრისა და სხვადასხვა ეკოტურიზმთან დაკავშირებული აქტივობების და ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს ორთაბათუმის თემის (8 სოფელი)  და განსაკუთრებით  ეროვნული პარკის შესასვლელთან მდებარე სოფლის, ყოროლისთავის განვითარებას.

 

მტირალას მთისა და ყოროლისთავის ტურისტულ მიმართულებად განვითარება გააჩენს კიდევ ერთ საინტერესო ტურისტულ პროდუქტს რეგიონში.  მტირალას მთა მისი სიახლოვიდან გამომდინარე ერთ-ერთი მიმზიდველი ლოკაცია გახდება ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის ულამაზესი ხედების, ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომობის, ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner