logo_geo
eng_logo
იტალიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 10-ს გადააჭარბა
- +

24 აგვისტო. 2016. 10:58



იტალიაში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვმა 10-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters" ავრცელებს.


მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.


სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ ამატრისი დაზარალდა. როგორც ქალაქის მერმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია.  მიწისძვრის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.


ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა.


იტალიის მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური შტაბი შექმნა.


2009 წელს იტალიის აკილას რეგიონში მომხდარი 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner