იტალიაში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვმა 10-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters" ავრცელებს.
მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ნანგრევებში ხალხია მოყოლილი.
სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქ ამატრისი დაზარალდა. როგორც ქალაქის მერმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ამატრისის თითქმის ნახევარი დანგრეულია. მიწისძვრის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ბიძგები რომშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 03:30 საათზე მოხდა.
იტალიის მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური შტაბი შექმნა.
2009 წელს იტალიის აკილას რეგიონში მომხდარი 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.