logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი: თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ქვეყანა განაგრძობს ამ მიმართულებით სვლას
- +

30 სექტემბერი. 2022. 19:49

 

 

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ქვეყანა განაგრძობს ამ მიმართულებით სვლას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

„პრიორიტეტები, რაც აქვს საქართველოს მთავრობას, სრულად არის გაწერილი საქართველოს ბიუჯეტში და ეს არის არსებული რეალობიდან გამომდინარე თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სოციალური მიმართულების გაძლიერება. თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და ქვეყანა განაგრძობს ამ მიმართულებით სვლას. პირველ რიგში, ეს არის თავდაცვის, შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასების ზრდა. საუბარია ჯარისკაცების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასებზე, რომლებიც მომდევნო წლიდან 20%-ით გაიზრდება. ყველა ამ მიმართულებით ასევე დაგეგმილია მნიშვნელოვანი განახლებები როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე თავდაცვითი გაძლიერების მიმართულებით. ჯამში 490 მილიონამდეა გათვალისწინებული ზრდა სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად. გარდა ამისა, 105 ლარით გაიზრდება ხელფასები ყველა საჯარო სამსახურში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

 

მან ასევე სოციალური მიმართულებებით ბიუჯეტის ზრდაზეც ისაუბრა.

 

მეორე მიმართულება რომელზეც გვქონდა საუბარი, არის სოციალური მიმართულება, რომელიც პრაქტიკულად სამინისტროების ყველა მიმართულებას მოიცავს. იზრდება პენსიები, 70 წელს ზემოთ 65, ხოლო 70 წლამდე 35 ლარით. ამას ემატება მაღალმთიანი სტატუსის მქონე პირებისთვის 20%-იანი ზრდა, რომლის მიხედვითაც მაღალმთიან დასახლებაში 70 წელზე მეტი ასაკის მქონე პირთათვის პენსიის ოდენობა 438 ლარი იქნება. იზრდება ხელფასებიც, მასწავლებლებისა და მანდატურების ხელფასები 125 ლარით გაიზრდება. საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები 100 ლარით, ხოლო პროფსასწავლებლის მასწავლებლების ხელფასი, რომელიც საათობრივი ანაზღაურებითაა, ამის განაკვეთი 15 ლარის ნაცვლად 18 ლარი იქნება. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ხელფასების ზრდას ეხება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner