აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ დაუფიქსირებია რაიმე ქმედება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რათა დავინახოთ, ახორციელებს თუ არა რუსეთი ისეთ რამეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავენ. ჩვენ დღემდე არ დაგვიფიქსირებია მათ მიერ მსგავსი ქმედებების განხორციელება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.