logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: NATO კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ
- +

30 სექტემბერი. 2022. 22:04

 

 

NATO კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

 

„ეს ევროპის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსიის ყველაზე დიდი მცდელობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის ტერიტორიის კიდევ 15% - ტერიტორია, რომელიც დაახლოებით პორტუგალიის ზომისაა. უკანონოდ ჩამორთმეული რუსეთის მიერ იარაღის მუქარით. ფიქტიური რეფერენდუმი მოსკოვში იყო ჩაწყობილი. ეს მიტაცება უკანონოა. NATO-ს მოკავშირეები არ აღიარებენ ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უარყონ რუსეთის ტერიტორიული დაპყრობის აშკარა მცდელობები“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

„ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა ძალით წაიღო უკრაინის ტერიტორია. თუმცა, ეს არ ცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს რჩება რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ. ეს არ ცვლის ჩვენს ვალდებულებას უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. NATO არ არის კონფლიქტის მხარე, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რათა მან დაიცვას თავდაცვის თავისი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner