logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: როდესაც ეკონომიკური ზრდაა, ეს მერე კონვერტირდება სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკური პროექტის რეალიზაციაში, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში
- +

30 სექტემბერი. 2022. 22:20

 

 

თითოეული დამატებითი პროცენტით ეკონომიკური ზრდის მატება საშუალებას გვაძლევს, რომ არა მარტო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, არამედ ბიუჯეტშიც მოხდეს დაახლოებით 150 მილიონ ლარამდე სახსრების მობილიზაცია, - ამის შესახებ ექსპერტმა სოსო არჩვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„როდესაც ეკონომიკური ზრდაა, ეს მერე კონვერტირდება სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკური პროექტის რეალიზაციაში, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნასა და პირობების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად, ქვეყანას უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner