„თითოეული დამატებითი პროცენტით ეკონომიკური ზრდის მატება საშუალებას გვაძლევს, რომ არა მარტო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, არამედ ბიუჯეტშიც მოხდეს დაახლოებით 150 მილიონ ლარამდე სახსრების მობილიზაცია“, - ამის შესახებ ექსპერტმა სოსო არჩვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„როდესაც ეკონომიკური ზრდაა, ეს მერე კონვერტირდება სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკური პროექტის რეალიზაციაში, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნასა და პირობების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ექსპერტმა.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად, ქვეყანას უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.