კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი უკრაინის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადების შეტანას გამოეხმაურა.
ჯოლიმ აღნიშნა, რომ ოტავა უკრაინის NATO-ში მიღებას მხარს უჭერს.
„უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ჩვენ გვჯერა NATO-ს ღია კარის პოლიტიკის და ყოველთვის მხარს ვუჭერთ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას“, - განაცხადა ჯოლიმ.
ცნობისთვის, უკრაინამ NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა.