logo_geo
eng_logo
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს ვუჭერთ
- +

30 სექტემბერი. 2022. 22:39

 

 

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი უკრაინის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადების შეტანას გამოეხმაურა. 

 

ჯოლიმ აღნიშნა, რომ ოტავა უკრაინის NATO-ში მიღებას მხარს უჭერს.

 

„უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ჩვენ გვჯერა NATO-ს ღია კარის პოლიტიკის და ყოველთვის მხარს ვუჭერთ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას“, - განაცხადა ჯოლიმ.

 

ცნობისთვის, უკრაინამ NATO-ში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner