logo_geo
eng_logo
მაკრონი: მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას
- +

30 სექტემბერი. 2022. 22:56

 

 

მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

 

„ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა. საფრანგეთი თავის მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავს და გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, რათა გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიას და მისცეს საშუალება უკრაინას, აღადგინოს სრული სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner