აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა მიზანმიმართული დივერსიული აქტის შედეგია.
„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ზუსტად დავადგინოთ, თუ რა მოხდა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი მოკავშირეებისთვის დახმარების გაწევა ამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის კუთხით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
28 სექტემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა დივერსიის შედეგია.
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენმა, რომელიც რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, ორ წერტილში გაჟონა. მსგავსი გაჟონვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენზე მოხდა.