ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას ეხმიანება.
„უკრაინის ბალტიელი მეგობრები სრულად უჭერენ მხარს ნატოში უკრაინის მიღებას იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უკრაინის აღმაფრთოვანებელი სიმამაცე ჩვენს ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს“, - წერს ლანდსბერგისი Twitter-ზე.