logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს - ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა
- +

1 ოქტომბერი. 2022. 00:41

 

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ხოლო ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა.

 

„აშშ ათწლეულების განმავლობაში მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. NATO-ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ალიანსის 30 წევრსა და მასში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას შორის. ახლა, ჩვენი აზრით, საუკეთესო გზაა უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა, ხოლო ბრიუსელში მიმდინარე პროცესი სხვა დროს უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

 

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მხარს უჭერს ალიანსის ტრადიციულ პროცესს.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner