logo_geo
eng_logo
ლაშა მიქელაძემ ბულვარის უფროსი თაობის მებაღეებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა
- +

1 ოქტომბერი. 2022. 13:19

 

1-ელ ოქტომბერს მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მიქელაძემ, უფროსი თაობის მებაღე თანამშრომლებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მისი თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია ასაკოვანი ადამიანების ჩართულობა ბულვარის გამწვანებისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.
„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ყოველი თქვენგანის წვლილი ჩვენი ბულვარის გამწვანებისა და გალამაზების საქმეში მართლაც განუზომელია. ძალიან დასაფასებელია, რომ არ იშურებთ ძალღონეს და დაუღალავად შრომობთ ჩვენი ბაღის საკეთილდღეოდ. მადლიერების ნიშნად გვსურს გადმოგცეთ მადლობის სიგელები ბულვარის მოვლა-პატრონობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ერთგული თანამშრომლობისთვის“ - აღნიშნა ლაშა მიქელაძემ და ბულვარის ასაკოვან მებაღეებს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner