logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებას არ აქვს ღრმა ამნეზია, კარგად ცნობს „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებს
- +

24 აგვისტო. 2016. 11:10



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს და ამბობს, რომ საზოგადოებას არ ავიწყდება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები და ფიქრობს, რომ მოსახლეობა მათ განაჩენს 8 ოქტომბრის არჩევნებში გამოუტანს.



„ნაციონალური მოძრაობა" თავის პოლიტიკურ დასასრულს უახლოვდება, მას ჰგონია, რომ მოიკრიბა ძალ-ღონე და რაღაც პოლიტიკურ შედეგზე გავა, მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი, რადგან საზოგადოებას არ აქვს ღრმა ამნეზია, მას არ ავიწყდება რომ ციხეებიდან ყოველ 5 დღეში 2 გვამი გამოდიოდა, მას არ ავიწყდება, რომ პრემიერ-მინისტრი ითხოვდა ორ გვამს, იმისთვის, რომ მას რაღაც პოლიტიკური გადარჩენის სურვილი გაუჩნდა, საზოგადოებას არ დაავიწყდება ის, რომ ქუჩაში უფულობის გამო ადამიანი იღუპებოდა.

 

საზოგადოებას არ აქვს ღრმა ამნეზია, ის ძალიან კარგად ცნობს „ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიას, ძალიან კარგად ცნობს „ნაციონალური მოძრაობის" სახეებს, რაც არ უნდა ფერი იცვალონ და გადაივარცხნონ ქოჩორი, ისინი იქნებიან სხვა პოლიტიკურ ბლოკში თუ იქნებიან დამოუკიდებელი კანდიდატები, ისინი „ნაციონალური მოძრაობის" სახეს ვერასდროს ვერ წაიშლიან და საზოგადოება მათ განაჩენს 8 ოქტომბერს გამოუტანს, ბევრი არ დარჩა იქიდან, რომ საზოგადოებამ დაისვენოს მათგან", - განაცხადა ხუნდაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner