უკრაინელი სამხედროები დონეცკის ქალაქ ლიმანში შევიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ქალაქში მიმდინარეობს ბრძოლები, დეტალების შესახებ კი განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ალყის შექმნის საშიშროების გამო“, რუსი სამხედროები ქალაქ ლიმანიდან გავიდნენ.