logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: 41-ს მაშინ დაამარცხებ, როცა ვირი ლეღვის ტოტზე გავა და რომელიმე მონაკვეთს იცეკვებს ჩაიკოვსკის „მაკნატუნადან“!
- +

1 ოქტომბერი. 2022. 20:09

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

გარეკა მურმან იღლიაურმაც ბითუმად!

 

მე 41-ით დავამარცხე 5-იანი და ახლა 41-ით უნდა დავამარცხო 41-იო, - თქვა თავისი ჩიქორთული ქართულით ,,აჭარელმა ტურამ'' და მარჯვნივ რო ქალი ზის, ჩაეღიმღიმილა სიამოვნებით და ალბათ ჟრუანტელმაც დაუარა.

 

მურმან, შენი ყველაყისამ!

 

41-ს მაშინ დაამარცხებ, როცა ვირი ლეღვის ტოტზე გავა და რომელიმე მონაკვეთს იცეკვებს ჩაიკოვსკის მაკნატუნადან!

 

მურმან იღლიაური: ეხლა ყველა ერთმანეთს ვჭირდებით ჩვენ. ეხლა სახელმწიფოებრიობის საფრთხე დგას. სოხუმში ვინ ჩავიდა, ვიცით, არაღიარების პოლიტიკისთვის უზარმაზარი საქმეები აქვს ნაკეთები წინა ხელისუფლებას. უზზზააარრრრმაზარრრიიი საქმეები! მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტრო სოკოს ქარხნის გასახსნელად კი არ დადიოდა. საგარეო საქმეთა მინისტრი არაღიარების პოლიტიკაზე დადიოდა, იყენებდა ევროკავშირს, იყენებდა ამერიკას, იყენებდა პარტნიორებს. მთელი მთავრრრროოობაააა, პირადად მიხეილ სააკაშვილი, არ არი ასე მარტივად! ლუკაშენკო როგო დაახლოებულია რუსეთთან და თქვენ გგონიათ, რო 2008 წელს არ იყო დაახლოებული?!

 

არა, თქვენ გგონიათ, 2008 წელს ლუკაშენკო არ იყო დაახლოებული რუსეთთან? ჰა, ეგრე გგონიათ? თუ გგონიათ, ძალიანაც ცდებით, ეგ მიხეილ სააკაშვილმა გააჩერა, თორემ 2008-შიც აღიარებდა აფხაზეთსა და ცხინვალს. მა რააა!

 

ჰო, კიდე იმიტომ არ აღიარა, რომ მურმანამ უთხრა, თუ აღიარებ, იღლიაში მუწუკი გამოგივაო. იმას შეეშინდა, მუწუკი არ მინდა, თანაც იღლიაშიო. სხვა ადგილას რომ იყოს, კიდე ჰოვო!

 

მურმან, შე თაღლითო, შე აჭარის ტურავ, როგორც კი ტელევიზორში გამოჩნდები, სულ ის მახსენდება, 2012-ში ქართული ოცნებისოფისთან რომ იყავი აყუდებული პოლის ჯოხივით და ბიძინა ივანიშვილის დანახვაზე კედელს რომ გაეკვრებოდი ხოლმე შპალერივით!

 

ჰააააა, შე წუწკო მუწუკო შენა!- წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner