logo_geo
eng_logo
„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალაკონცერტი გაიმართა
- +

1 ოქტომბერი. 2022. 21:59

 

 

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალაკონცერტი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო. 

 

ღონისძიებაზე გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით, მუსიკალური წარმოდგენის - „უჩინმაჩინის ქუდი“ პრემიერა შედგა. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, მე-19 საუკუნიდან დღემდე, თბილისის ისტორიაში მოგზაურობას გულისხმობს. 

 

გალაკონცერტში საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, მოცეკვავეები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.

 

სხვადასხვა ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დედაქალაქის მთავარი დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალაც გაიმართება, რომლის ფარგლებში, თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner