logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა 27 მილიარდი ლარი იყო, ამ წლის ბოლოს კი 72 მილიარდი ლარი იქნება
- +

1 ოქტომბერი. 2022. 22:10

 

 

„შარშან ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 10, 4% და წელსაც, პირველ 8 თვეს თუ ავიღებთ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და დიდი ალბათობით ეს წელი დასრულდება სწორედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყნის გამთლიანებასთან ერთად ხელისუფლების ერთ-ერთი გამოწვევა არის სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა.

 

„საქართველოს მოსახლეობის 20%-მდე, ანუ ჩვენი ყოველი მე-5 მოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც არის უმძიმესი პრობლემა. 2012 წელს ეს მაჩვენებელი იყო 30%. აქაც მიღწევა არის სერიოზული. დაახლოებით 400 ათასით შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდნენ. გვრჩება 750 ათასი ადამიანი და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა არის ამ მაჩვენებლის განულება. ამისთვის მთავარი არის ეკონომიკის სწრაფი ზრდა.

 

2012 წელს ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. 27 მილიარდი ლარი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამ წლის ბოლოს კი იქნება 72 მილიარდი ლარი, რაც ბიუჯეტზეც და გადასახადებზეც აისახება. ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ორი კრიზისი, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა ამ 10 წლის განმავლობაში. პირველი იყო 2015 წლის საყოველთაო კრიზისი, რომელიც ევროპის კონტინენტზე იყო განსაკუთრებით საგრძნობი, რაც მოყვა უკრაინის წინა ომს და მეორე იყო პანდემია. ამის მიუხედავად ჩვენ 27 მილიარდი ლარიდან ავედით 72 მილიარდ ლარზე. ეს არის მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მონაცემები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner