logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებზე: ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას
- +

1 ოქტომბერი. 2022. 22:20

 

 

„ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას და აქედან გამომდინარე გამარჯვება იოლად მოვიპოვეთ“, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნების წინასწარ შედეგებს.

 

„გამარჯვებას მივულოცავ ჩვენს კანდიდატს. ჩვენთვის სენაკში არჩევნების მოგება ძალიან პრინციპული იყო, იმიტომ რომ ამ მუნიციპალიტეტში საბოლოო ჯამში უმრავლესობის საკითხი წყდებოდა. ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

წინასწარი შედეგებით, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმათა 96,68% ზაზა ყურაშვილმა მიიღო, 3,32 % კი - მამუკა ტუსკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner