ირანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ოთხი წევრის, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელები მლოცველებს შორის იმალებოდნენ ქალაქ ზაჰედანის მეჩეთის მახლობლად და თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას.
გამოცემის ინფორმაციით, შეტაკების დროს დაიჭრა გვარდიის 32 წევრი.
უცნობია, უკავშირდება თუ არა თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს.