logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასში უფრო მეტი უკრაინის დროშაა, ერთ კვირაში კიდევ უფრო მეტი იქნება
- +

1 ოქტომბერი. 2022. 23:55

 

 

„ამ კვირაში დონბასში უფრო მეტი უკრაინის დროშაა, ერთ კვირაში კიდევ გაიზრდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა საკუთარს დააბრუნებს, აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც.

 

„ამ კვირაში დონბასში უფრო მეტი უკრაინის დროშაა. ერთ კვირაში კიდევ უფრო მეტი იქნება.

 

მაშინ რა არის ფსევდორეფერენდუმი? დონეცკის ორი რეგიონი? დონეცკის ოლქის იამპილის ორი სოფელი? ტორსკე ორი სოფელია?

 

უკრაინული მოძრაობა გაგრძელდება.

 

უკრაინის დროშა უკვე დონეცკის ოლქის ლიმანშია. იქ ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგრამ იქ არავითარი ფსევდორეფერენდუმის კვალი არ არის.

 

უკრაინისთვის ეს ლოგიკურია. მტრისთვის კი სულ უფრო მეტი იქნება ასეთი „შეუსაბამობები“.

 

უკრაინა საკუთარს დააბრუნებს. აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც...იმასაც, რის ანექსირებასაც ახლა ცდილობდით და ყირიმსაც, რომელსაც 2014 წლიდან ანექსირებულს ეძახიან.

 

ჩვენი დროშა ყველგან იქნება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner