logo_geo
eng_logo
უკრაინელებმა ლიმანი სრულად გაათავისუფლეს
- +

2 ოქტომბერი. 2022. 01:23

 

 

უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს, - აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თავმჯდომარის მოადგილის,  კირილ ტიმოშენკოს ტელეგრამ არხზე ვრცელდება ლიმანის ადმინისტრაციულ შენობაზე, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ, უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ამსახველი ვიდეოკადრები.

 

„დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ 81-ე ცალკეულმა სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად, გაათავისუფლეს და კონტროლის ქვეშ აიყვანეს დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლება“, - წერს ტიმოშენკო.

 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ყრიან უკრაინელი ჯარისკაცები ადმინისტრაციის შენობის სახურავიდან რუსულ დროშებს და ამაგრებენ უკრაინულს.

 

მანამდე მედიაში გავრცელდა სურათები, რომელზედაც უკრაინელი ჯარისკაცები ლიმანის შესასვლელში უკრაინის დროშას აღმართავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner